წევრობის კატეგორიები
საზოგადოების ნამდვილი წევრი
საზოგადოების ასოცირებული წევრი
საზოგადოების უცხოელი წევრი
საზოგადოების საპატიო წევრი
როგორ გავწევრიანდეთ
წევრობის მსურველი პირი განცხადებით მიმართავს გამგეობას გაწევრიანების მოთხოვნით;
წევრად მიღების ან წევრად მიღებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. გამგეობის თავმჯდომარე/პრეზიდენტი წევრობის მსურველს უგზავნის წერილობით შეტყობინებას კენჭისყრის შედეგების შესახებ.
წევრობის მსურველი წევრის სტატუსს იძენს გამგეობის მიერ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე. გამგეობის წევრებს, კანდიდატის წევრად მიღების შესახებ, უფლება აქვთ ნება გამოხატონ ღიად, შესაბამისი წერილობითი შეტყობინებით, რომელიც აისახება გამგეობის სხდომის ოქმში.